მომხმარებლები

Sunday, December 9, 2012

ყავის ისტორია


                         ყავის წარმოშობის ისტორია

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყავა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია. თქვენც ალბათ ხშირად მიირთმევთ მას. მაგრამ ყველამ, ვინც სვამს ყავას, კი არ იცის იმის შესახებ, რომ XIV საუკუნემდე ყავის ხე ველურად იზრდებოდა ეთიოპიაში, ევროპელებმა მხოლოდ XVI საუკუნიდან დაიწყეს ყავის მარცვლის შემოტანა არაბეთიდან. XVII საუკუნეში მუსლიმანი პილიგრიმის დახმარებით ყავის მარცვალმა შეაღწია ინდოეთში, შემდეგ კი ჰოლანდიელების დამსახურებით კუნძულ იავასა და სუმატრაზე, საფრანგეთის მეფის მონდომებით ყავის ხე დაირგო კუნძულ ბურბონზე (ახლა- რეიუნიონი), ხოლო 1721 წლიდან მან ტრიუმფალური სვლა დაიწყო ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ამის შედეგად დედამიწის ზურგზე ფაქტიურად შეიკრა ყავის რკალი. ბუნებაში არსებობს 70 სახის ყავის ხე: ჯუჯა ბუჩქიდან - 10 მეტრიანი გოლიათის ჩათვლით, გარდა ამისა სელექციით შეიქმნა მრავალი ახალი ჯიში. ვფიქრობთ, რომ ბევრისთვის კარგადაა ცნობილია ყავაზე მკითხაობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია, მაგრამ ალბათ არ დაიჯერებთ, რომ გულწრფელად თუ უპასუხებთ ყავისა და ფსიქოლოგიის მცოდნეს კითხვაზე - რომელ ყავას მიირთმევთ ხოლმე, ის გიპასუხებთ - ვინ ხართ და რას წარმოადგენთ რეალობაში. გაიარეთ ტესტი და ეს საიდუმლოებაც გახდება თქვენთვის ცნობილი
  



ყავის ისტორია
 





No comments:

Post a Comment