მომხმარებლები

Sunday, December 9, 2012

ყავამანია მსოფლიოში

                 ყავა იტალიურად ანუ ყავამანის 10 მცნება 

 როგორც შეგპირდით ისევ ყავას ვუბდუნდები. ჯერ ერთი იმიტომ რომ ძალიან გემრიელია, მერე მეორე - იმიტომ რომ შეგპირდით და მესამე - იმიტომ რომ ერთმა ჩემმა მეგობარმა საკმაოდ საინტერესო რამ მომცა, (შენი პოსტები წავიკითხე და ეს შენც დაგაინტერესებსო) ვინაიდგან საკმაოდ ბევრს ხეტიალობს და ყავის მოტრფიალეცაა, იტალიაში ყოფნისას (ნატაი მას..) მისთვის როგორც "ყავაგოლიკისთვის" ყავამანიის ათი მცნება უსახსოვრიათ. ეს ის ათი მცნებაა რომელიც იტალიაში ყოფნისას (მათი თქმით) ნებისმიერმა ჩამსვლელმა უნდა გაითვალისწინოს რათა რიგით უვიც ტურისტს არ ჰგავდეს და ყავაც ისე დააფასონ როგორც ამას იტალიაში აკეთებენ. იტალიაში კი ნამდვილად უყვართ ყავა.



 ბატონები და ქალბატონებო. თქვენ იტალიაში ხართ. ხმაურიან, ლამაზ, საყვარელ ქუჩებში ხეტიალისას რამოდენიმე წამით იქაურ ღია ბართან ჩერდებით. გარეთ გამოტანლი კოხტა მაგიდასთან ჯდებით, წელზე ფართუკ შემოხვეული ოფიციანტი წამსვე თქვენთან ჩნდება და ოდნავ თქვენსკენ გადმოხრილი, გაწაფული ღიმილით გესალმებათ ბონჯორნო სენიორ(ე) და თქვენ იწყებთ ფიქრს იმის თაობაზე თუ რას ინებებდით.

  • მაშ ასე მოდით თვალი გადავავლოთ ყავამანთა (ყავაგოლიკების) ათ მცნებას:  ყავის ის სახეობები რომელთაც განსაკუთრებით იტალიურ სახელწოდებები ააქვთ. მაგალითად “cappuccino, caffe latte, latte macchiato”  იტალიაში მხოლოდ დილის რაციონს შეადგენენ და არავითარ შემთხვევაში არ მიირთმევენ მათ არც შუადღით და არ საღამოს. ბოლოს და ბოლოს თუ უსაშველოდ გინდათ შუადღითაც რომელიმე მათგანის დაგემოვნება, არ დაგავიწყდეთ ოფიციანტს მოუბოდიშოთ, ან თავი ისე მოაჩვენოთ თითქოს ახლა გაიღვიძეთ.
  • 2.      რეკომენდირებული არ არის ზედმეტად ორიგინალურობაზე თავის გამოდება როცა საქმე ყავას ეხება, მაგალითად არავინ დაგიფასებთ ტიპობას თუ კაპუჩინოს მენტოლთან ერთად შეუკვეთავთ. იტალიაში აღიარებენ მაქსიმუმ ორ ყავას რომელიც სხა დანამატებთან ერთად მზადდება. მაგალითად ნეაპოლში ეს გახლავთ caffe alla nocciola - ეს გახლავთ კაპუჩინო ნიგვზიან ათქვეფილ კრემთან ერთად. მილანში კი თავის მოწონება marocchino- ს შეკვეთით სეგიძლიათ. ეს გახლავთ ესეც ნახევრად კაპუჩინოა. ოღონდ ჭიქის ფკერზე ჯერ ცოტაოდენ კაკაოს დაგიყრიან, ზენოდან აქაფებულ რძეს და მხოლოდ შემდეგ დაასხამენ ექსპრეოს ზემოდან. (როგორი გემო აქვს აზრზე არავარ)
  • 3.      ექსპრესო ვახსენე და უნდა ვთქვა. ეს სიტყვა თითქმის ტაბუა იტალიაში. ეს ტექნიკური ტერმინის ექვივალენტია რადგან როცა ითქოვთ ექსპრესოს ეს უბრალოდ იგივე ყავაა და მეტი არაფერი.
  • 4.      თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ caffe dopio, ანუ ორმაგი ყავა. მაგრამ მინდა გითხრათ რომ იტალიელები ასე არ იქცევიან. ისინი მართლაც ძალიან ბევრ ყავას სვამენ მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ მას მცირე დოზებით მიირთმევენ. ანუ ქართული “ბლომად დაასხი” არ წავა
  • 5.      ყავის შეკვეთა ყავახანაში დახლთან ხდება. შეკვეთისას რაც შეიძლება მკვეთრად და ხმამაღლა წარმოთქვით ყავის სახელი. მნიშვნელობა არააქვს ბარმენი (ან ოფიციანტი) ახლოს დგას თუ არა. ეს მიღებული წესია.
  • 6.      წინასწარ გადახდას მხოლოდ აეროპორტში, რკინიგზის სადგურში ან ძირითატად ტურისტთა თავშეყრის ადგილებში გთხოვენ. (რა ხართ ეს ტურისტები J )
  • 7.      იტალიელთა აზრით ყავა ფეხზე დამდგარმა უნდა დალიოთ, რადგან ყავა ნარკოტიკია, ხოლო ასეთ ნარკოტიკს ყველაზე მეტად ფეხზე დამდგარი ითვისებს ორგანიზმი. ყოველ შემთხვევაში მათ ამის სწამთ.
  • 8.      იტალიაში ყავას ისეთი ტემპერატურისას მოგართმევენ რომ მან არც ენა და არც ყელი დაგისწვას. ხოლო თუ თქვენ (ჩემსავით ) მდუღარე სასმელები გიყვართ მაშინ შეგიძლიათ მოითხოვოთ caffe bollente.
  • 9.      შემოგთავაზებთ იმ ყავათა ჩამონათვალს რომელსაც იტალიელები მიირთმევენ: ეს არის :  cappuccino ანუ caffé latte: caffè macchiato ან latte macchiato - espresso რძის რამოდენიმე წვეთთან ერთად ან პირიქით რძე რამონედიმე ყავის წვეთთან ერთად (არ დაგავიწყდეთ რომ ეს მხოლოდ დილის რაციონია ); caffè corretto: იტალიელი მშრომელი ადამიანის საყვარელი სასმელი  — espresso, ბრენდის დოზით გაჯერებული; და ბოლოს caffè freddo ან cappuccino freddo (ცივი ყავა, კაპუჩინო დანამატით).  შეგიძლიათ ასევ მოითხოვოთ caffè lungo ან caffè ristretto, თუ გნებავთ რომ ექსპრესო არ იყოს ისეთი მაგარი.
10.  ზემოთ ჩამოთვლილი წესების დაუცველობა უბრალოდ მკრეხელობად მიიჩნევა.

http://www.mtvarisklubi.com/2010/08/10.html 

No comments:

Post a Comment