ყავა
მომხმარებლები
Sunday, December 9, 2012
ყავის სახეობები
ყავის სახეობები
ყავა კაპუჩინო
კაპუჩინოს
სამშობლო იტალიაა. მის გამოგონებას იტალიელ ბერ კაპუცინებს მიაწერენ.
იტალიელი ბერები ყავას მხოლოდ რძით მიირთმევდნენ. შეამჩნიეს, რომ ყავა
იკეთებდა გემრიელ ნაღებს და ბერებისთვის, რომლებიც ისედაც მოკლებულნი
იყვნენ ამქვეყნიურ სიამოვნებას, ყავა ნეტარების საგნად იქცა. მათ ნაღებითა
და რძით ყავის მომზადების მთელი ტექნოლოგია შეიმუშავეს. XIX საუკუნეში
კაპუჩინოს მომზადება გაცილებით გაამარტივა თანამედროვე ტექნოლოგიებმა.
აღსანიშნავია, რომ თანამედროვე კაპუჩინოს სახარში აპარატები მუშაობს პადრე
კარლოს მიერ შემუშავებული მეთოდით. სუპერმარკეტებში ხშირად შეხვდებით ხსნად
ყავა კაპუჩინოს, თუმცა, დამეთანხმებით, მას ცოტა რამ აკავშირებს ნამდვილ
კაპუჩინოსთან.
ყავა ესპრესო.
ხსნადი ყავა

სხვადასხვა
ტექნოლოგიური პროცესით ყავა იფქვევა და გარდაიქნება ფხვნილად ან
გრანულებად. ცხელი წყლის დამატებით მიიღება სასმელი, ნატურალურ ყავასთან
მიახლოებული გემოთი. ზოგიერთი სამარკო ნიშნით გამოშვებულ ხსნადი ყავის
გრანულებში დეჰიდრატაციასთან ერთად წარმოებს დეკოფეინიზაციაც – კოფეინის
შემცველობის შემცირება.
ხსნადი
ყავის უპირატესობაა – სასმელის მომზადების სისწრაფე და შენახვის დიდ ვადა
(ნატურალური ყავა სხვასხვა ზეთების აორთქლების შედეგად მალე კარგავს
არომატს).
ხსნადი
ყავის ძირითადი ნაკლია ნატურალურ ყავასთან შედარებით სუსტი არომატი. ბოლო
დროს ძვირადღირებული სამარკო ნიშნებს ქვეშ გამოშვებულ ხსნად ყავაში
არომატისთვის უმატებენ ხელოვნურ ან ნატურალურ ყავის ზეთებს.
ყავამანია მსოფლიოში
ყავა იტალიურად ანუ ყავამანის 10 მცნება
როგორც შეგპირდით ისევ ყავას ვუბდუნდები. ჯერ ერთი იმიტომ რომ ძალიან გემრიელია, მერე მეორე - იმიტომ რომ შეგპირდით და მესამე - იმიტომ რომ ერთმა ჩემმა მეგობარმა საკმაოდ საინტერესო რამ მომცა, (შენი პოსტები წავიკითხე და ეს შენც დაგაინტერესებსო) ვინაიდგან საკმაოდ ბევრს ხეტიალობს და ყავის მოტრფიალეცაა, იტალიაში ყოფნისას (ნატაი მას..) მისთვის როგორც "ყავაგოლიკისთვის" ყავამანიის ათი მცნება უსახსოვრიათ. ეს ის ათი მცნებაა რომელიც იტალიაში ყოფნისას (მათი თქმით) ნებისმიერმა ჩამსვლელმა უნდა გაითვალისწინოს რათა რიგით უვიც ტურისტს არ ჰგავდეს და ყავაც ისე დააფასონ როგორც ამას იტალიაში აკეთებენ. იტალიაში კი ნამდვილად უყვართ ყავა.
ბატონები და ქალბატონებო. თქვენ იტალიაში ხართ. ხმაურიან, ლამაზ, საყვარელ ქუჩებში ხეტიალისას რამოდენიმე წამით იქაურ ღია ბართან ჩერდებით. გარეთ გამოტანლი კოხტა მაგიდასთან ჯდებით, წელზე ფართუკ შემოხვეული ოფიციანტი წამსვე თქვენთან ჩნდება და ოდნავ თქვენსკენ გადმოხრილი, გაწაფული ღიმილით გესალმებათ ბონჯორნო სენიორ(ე) და თქვენ იწყებთ ფიქრს იმის თაობაზე თუ რას ინებებდით.
- მაშ ასე მოდით თვალი გადავავლოთ ყავამანთა (ყავაგოლიკების) ათ მცნებას: ყავის ის სახეობები რომელთაც განსაკუთრებით იტალიურ სახელწოდებები ააქვთ. მაგალითად “cappuccino, caffe latte, latte macchiato” იტალიაში მხოლოდ დილის რაციონს შეადგენენ და არავითარ შემთხვევაში არ მიირთმევენ მათ არც შუადღით და არ საღამოს. ბოლოს და ბოლოს თუ უსაშველოდ გინდათ შუადღითაც რომელიმე მათგანის დაგემოვნება, არ დაგავიწყდეთ ოფიციანტს მოუბოდიშოთ, ან თავი ისე მოაჩვენოთ თითქოს ახლა გაიღვიძეთ.
- 2. რეკომენდირებული არ არის ზედმეტად ორიგინალურობაზე თავის გამოდება როცა საქმე ყავას ეხება, მაგალითად არავინ დაგიფასებთ ტიპობას თუ კაპუჩინოს მენტოლთან ერთად შეუკვეთავთ. იტალიაში აღიარებენ მაქსიმუმ ორ ყავას რომელიც სხა დანამატებთან ერთად მზადდება. მაგალითად ნეაპოლში ეს გახლავთ caffe alla nocciola - ეს გახლავთ კაპუჩინო ნიგვზიან ათქვეფილ კრემთან ერთად. მილანში კი თავის მოწონება marocchino- ს შეკვეთით სეგიძლიათ. ეს გახლავთ ესეც ნახევრად კაპუჩინოა. ოღონდ ჭიქის ფკერზე ჯერ ცოტაოდენ კაკაოს დაგიყრიან, ზენოდან აქაფებულ რძეს და მხოლოდ შემდეგ დაასხამენ ექსპრეოს ზემოდან. (როგორი გემო აქვს აზრზე არავარ)
- 3. ექსპრესო ვახსენე და უნდა ვთქვა. ეს სიტყვა თითქმის ტაბუა იტალიაში. ეს ტექნიკური ტერმინის ექვივალენტია რადგან როცა ითქოვთ ექსპრესოს ეს უბრალოდ იგივე ყავაა და მეტი არაფერი.
- 4. თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ caffe dopio, ანუ ორმაგი ყავა. მაგრამ მინდა გითხრათ რომ იტალიელები ასე არ იქცევიან. ისინი მართლაც ძალიან ბევრ ყავას სვამენ მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ მას მცირე დოზებით მიირთმევენ. ანუ ქართული “ბლომად დაასხი” არ წავა
- 5. ყავის შეკვეთა ყავახანაში დახლთან ხდება. შეკვეთისას რაც შეიძლება მკვეთრად და ხმამაღლა წარმოთქვით ყავის სახელი. მნიშვნელობა არააქვს ბარმენი (ან ოფიციანტი) ახლოს დგას თუ არა. ეს მიღებული წესია.
- 6. წინასწარ გადახდას მხოლოდ აეროპორტში, რკინიგზის სადგურში ან ძირითატად ტურისტთა თავშეყრის ადგილებში გთხოვენ. (რა ხართ ეს ტურისტები J )
- 7. იტალიელთა აზრით ყავა ფეხზე დამდგარმა უნდა დალიოთ, რადგან ყავა ნარკოტიკია, ხოლო ასეთ ნარკოტიკს ყველაზე მეტად ფეხზე დამდგარი ითვისებს ორგანიზმი. ყოველ შემთხვევაში მათ ამის სწამთ.
- 8. იტალიაში ყავას ისეთი ტემპერატურისას მოგართმევენ რომ მან არც ენა და არც ყელი დაგისწვას. ხოლო თუ თქვენ (ჩემსავით ) მდუღარე სასმელები გიყვართ მაშინ შეგიძლიათ მოითხოვოთ caffe bollente.
- 9. შემოგთავაზებთ იმ ყავათა ჩამონათვალს რომელსაც იტალიელები მიირთმევენ: ეს არის : cappuccino ანუ caffé latte: caffè macchiato ან latte macchiato - espresso რძის რამოდენიმე წვეთთან ერთად ან პირიქით რძე რამონედიმე ყავის წვეთთან ერთად (არ დაგავიწყდეთ რომ ეს მხოლოდ დილის რაციონია ); caffè corretto: იტალიელი მშრომელი ადამიანის საყვარელი სასმელი — espresso, ბრენდის დოზით გაჯერებული; და ბოლოს caffè freddo ან cappuccino freddo (ცივი ყავა, კაპუჩინო დანამატით). შეგიძლიათ ასევ მოითხოვოთ caffè lungo ან caffè ristretto, თუ გნებავთ რომ ექსპრესო არ იყოს ისეთი მაგარი.
http://www.mtvarisklubi.com/2010/08/10.html
Subscribe to:
Posts (Atom)